ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც მარნეულში ავარიას ემსხვერპლა

პოლიციის ლენტი

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.

MarneuliNews.ge-ის ცნობით, დაღუპულია მარნეულის მერის ყოფილი მოადგილის, ზურა ფანგანის ძმა, ლაშა ფანგანი.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.