ნახეთ ქუჩები, სადაც 9 ივლისს შუქი გაითიშება

ნათურა

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 9 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ზაურ უჩაძის, უზნაძის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.