უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
საქართველოში სახალხო დღესასწაულს - ბედობას 15 იანვარს აღნიშნავენ. ამბობენ, რომ ეს ნამდვილი ბედობაა და მას კუჩხასაც უწოდებენ. ეს ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში დარწმუნებულები იყვნენ, როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ.
ამ თარიღს დღემდე ულოცავენ ერთმანეთს და ცდილობენ ხალისიანად გაატარონ.
რიტუალი ასეთი იყო - ოჯახი შეარჩევდა ბედნიერ ადამიანს, რომელიც „ფეხზე“, „კვალზე“ იყო დამოკიდებული მომდევნო წლის კეთილდღეობა.
„მეკვლე მოვიდოდა და თან მოჰქონდა რაიმე ტკბილეული, შემოვიდოდა და იტყოდა: ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო და დაილოცებოდა. მას დაუდგამდნენ სუფრას და უმასპინძლებდნენ. შემდეგ გაატანდნენ ტკბილეულს.
ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.
საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება. პირველი ბედობა ბარბალობას (ბარბარობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ, მდიდარ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიუხვესთან ასოცირდებოდა. მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებდნენ.
ავარია თბილისში - დაღუპულია 11 წლის ბიჭი
1736926098