1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თბილისში, ბიზნესცენტრ King David-თან, სავარაუდოდ, ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის ავტომობილის აფეთქება სცადეს.
ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეტონიძე სახლიდან სტუმარს აცილებდა.
ბიზნესმენის ავტომობილი დამწვარია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ცნობისთვის, მარლენ მეტონიძის სახელი 7 თვის წინ, "ლაგუნა ვერესთან" მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ფიგურირებს, მაშინ მეტონიძე დაიჭრა, მის ძმასა და დაცვას კი ბრალი წარედგინათ.