გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
თბილისში, CO-ს გაჟონვის გამო ორი ახალგაზრდა მოიწამლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ,,ვარკეთილაირი" ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,ძვირფასო მეგობრებო! შპს"ვარკეთილაირი"კიდევ გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სითბოს და სინათლეს თქვენს ოჯახებში და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
ახალი წლის დღეებში არ გვსურდა ნეგატიური განწყობის შექმნა თქვენთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფაქტის უგულებელყოფა ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა სწორი.
ა/წ 3 იანვარს ვარკეთილი 3-ის, მე-3 მკრ-ნის 316-ე კორპუსში 2 ახალგაზრდა ადამიანი მოიწამლა CO-ს გაჟონვის გამო, რაც გამოიწვია არასტანდარტული გაზის დანადგარმა. შპს "ვარკეთილაირი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: შეცვალოთ არასტანდარტული( ასევე კუსტარული) გაზის დანადგარები, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები.
ნუ დააყენებთ თქვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ! იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ და სარგებლობთ ტექნიკურად გაუმართავი, ან/და არასტანდარტული(ასევე კუსტარული წესით დამზადებული) გაზის მოწყობილობით, დაუკავშირდით შპს "ვარკეთილაირის" ადმინისტრაციას მოწყობილობის ჩახსნის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოწმების დროს, თქვენ შეგიწყდებათ ბუნებრივი აირის მიწოდება. გისურვებთ წარმატებებს! შპს"ვარკეთილაირის" ადმინისტრაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.