Tik-Tok-ის დამფუძნებელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1737233070
გლდანში სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. „კურიერის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი.
შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.