გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ტრაგედიას ირაკლი კობახიძე ეხმიანება.
„ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში.
სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს.
ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები“,- წერს ირაკლი კობახიძე.
ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპული 13 წლის გოგო მარიტა მეფარიშვილია.
13 წლის გოგო 55-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ის დილით მეგობრებთან ერთად ვაკის პარკში იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგო ბიჭების დასახმარებლად შევიდა შადრევანში.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.