დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოკითხა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, გიგა გიგაშვილი.
მისი თქმით, ვაკის პარკის შადრევანი, სადაც ბურთით მოთამაშე მოზარდებს დღეს დენმა დაარტყა და ერთი მათგანი გარდაიცვალა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმებული და შესაბამისად, უსაფრთხო იყო.
„შემოწმებულიც არის და დაექსპერტებულიც. ჩვენ ჩავიბარეთ ექსპერტიზის საფუძველზე. აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაიბარა, რომლის სახელიც არ მახსოვს ზეპირად“ - უთხრა პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს გიგა გიგაშვილმა. მისი თქმით, მერიის თანამშრომლები სისტემატურად წმედდნენ შადრევანს როგორც ჩართულ, ისე გამორთულ მდგომარეობაში.
„დატესტილიც იყო, დაექსპერტებულიც, რა მოხდა, გამოძიება დაადგენს. ახლა ამ მომენტში რა მოხდა, ვერავინ ვერ გეტყვით. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს.
დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო. რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა. რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც, გამორთულსაც“ - ამბობს გიგაშვილი.