სიღნაღში, ბრმა ტყვიას შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლენტი

უბედური შემთხვევა კახეთში - სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქედელის დასახლებაში, ერთ-ერთ აგარაკზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა, ტყვია შემთხვევით მის სტუმარს მოხვდა.

ტყვია სტუმარს გულმკერდის არეში მოხვდა და ის, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.