რუსეთმა ჩაშალა უკრაინის 2025 წლის სამხედრო გეგმები - რუსეთის თავდაცვის მინისტრი

ანდრეი ბელოუსოვი

რუსეთმა ჩაშალა უკრაინის 2025 წლის სამხედრო გეგმები, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა უკრაინის ქალაქი დნეპროპეტროვსკი საშუალო მანძილზე მოქმედი ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა „ორეშკინით“ დაბომბა.

რუსეთის საბრძოლო ჯგუფ „ჩრდილოეთთან“ ვიზიტის დროს, რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსულმა ჯარებმა დააჩქარეს წინსვლა უკრაინაში და გაანადგურეს უკრაინის საუკეთესო ქვედანაყოფები. ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ლაპინმა შეხვედრის დროს ისაუბრა საბრძოლო მისიების მიმდინარეობაზე და ავიაციის, საარტილერიო და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების სპეციფიკაზე.