შოკისმომგვრელი ამბავი: ქალი შვილის ცხედარს 5 წლის მანძილზე აივანზე ინახავდა (საბერძნეთი)

shvilis mkvleli

კიფსელზე მომხდარი საზარელი დანაშაული შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ადგილობრივებისთვის.

ბერძნული მედია ავრცელებს 29 წლის ხრისტინა-კლაუდია მანიატაკის ფოტოს, რომელიც საკუთარი 7 წლის შვილის ცხედარს 5 წლის მანძილზე აივანზე ინახავდა.

გამოცემის ცნობით, ქალმა დანაშაული უკვე აღიარა.

მკვლელობაში ბრალდებულის თქმით, შვილი საიზოლაციო ლენტით მოკლა მისმა პოლონელმა პარტნიორმა. შემდეგ, ცხედარი ხელსაწყოების ყუთში ჩადეს.

გაუჩინარებულ ბავშვზე კი დედა ამბობდა, რომ ის ბიოლოგიურ მამასთან იყო.