გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მოსკოვში მცხოვრები ქართველი მოდელი და ბლოგერი მირანდა (მიმი) შელია დაქორწინდა. მისი რჩეული მილიარდელ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილი, სკანდალური ბლოგერი გრიგორი მამურინია.
საქორწინო ცერემონია ბარვიხინსკის რეესტრის ოფისში შედგა, სადაც წყვილის ახლო მეგობრები იყვნენ, მათ შორის მომღერალი ქეთი თოფურია.
მამურინი ცნობილი 2015 წელს გახდა, როდესაც მან ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკის ოლიგარქის შვილიშვილი საკუთარ ვიდეოებში ხალხს სთხოვდა, რომ ფულის სანაცვლოდ ამორალური შინაარსის ვიდეოები გადაეღოთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლება ან ჭიქა შარდის დალევა. ამან ინტერნეტსივრცეში დიდი სკანდალი გამოიწვია, შედეგად, მამურინმა აღნიშნული საქმიანობა შეწყვიტა.
წყვილის შესახებ ქორწინებამდე თითქმის არაფერი იყო ცნობილი.
მამურინამდე შელია ფეხბურთელ ფედორ სმოლოვს და მომღერალ ვლადისლავ რამს ხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ მიმი შელიას ყოფილი ქმარი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაა.
ნახეთ ვიდეო