დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შემზარავი ამბავია, ამ დროს ერთი სული გაქვს ვიღაცისკენ ხელი გაიშვირო, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალია გასარკვევი”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რა ხდებოდა იქ, კომპანიის ბრალია, მუნიციპალური სამსახურების [ბრალია].. ძალიან ფრთხილად არის ეს ყველაფერი გამოსაძიებელი.
ფაქტია, რომ შადრევანში, რომელიც საზოგადოებრივად ხელმისაწვდომ ადგილასაა, მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს და უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ კონკრეტულ პასუხისმგებლობაზე მივალთ, ძალიან ბევრი დეტალია გასარკვევი, ამიტომ გამიჭირდება ვინმეზე ვთქვა...
წარმომიდგენია, ახლა რა ხდება ამ მოზარდის ოჯახში, დანარჩენი ორი ბავშვიც ღმერთმა კარგად ამყოფოს.
როდესაც გაირკვევა კონკრეტული პასუხისმგებელი უწყება, სტრუქტურა თუ პიროვნება, რაც კი სასჯელის სიმკაცრეა, ყველაფერი თავს უნდა დაატყდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.