ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1777283842
სენაკში, შეროზიას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ადგილობრივების ცნობით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა , როცა სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა.
ისინი ცეცხლმოკიდებული სახლიდან დროულად და უვნებლად გამოვიდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.