„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
1792569779
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის არსებით განხილვას ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“ - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე აღნიშნავს, რომ სარჩელში საუბარია კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობებზე, საბოტაჟზე, ადამიანის უფლებების ხელყოფასა და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე.
„საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტისახელმწიფოებრივი ძალების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას — ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. საზოგადოების დიდი ხნის დაკვეთა ნათელია — არა ნაცებს! არა სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს! საქართველოს სახელმწიფოებრიობა აგენტოკრატიაზე მაღლა დგას.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის არსებით განხილვას ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო — ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“. სარჩელში საუბარია კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობებზე, საბოტაჟზე, ადამიანის უფლებების ხელყოფასა და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე.
სასამართლოს სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სხდომების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს.“ - წერს აბაშიძე.