„საშინელება ხდება... მოერიდეთ ქარში მშენებარე ობიექტებს!!! “ - რა მოხდა დიდ დიღომში

ქარი

ორი დღეა თბილისში ძლიერი ქარია. უამინდობამ პრობლემები შექმნა ზოგიერთ რაიონში.

დიდი დიღომის ფეისბუქის ჯგუფში გავრცელდა ფოტოები, რომელსაც დაზარალებული  ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ძლიერი ქარის დროს მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა ფანჯარა, რომელიც კორპუსის ქვეშ მდგომ მანქანას დაეცა და სრულად გაანადგურა.

„საშინელება ხდება და თუ ნამუსი აქვს იმ ოჯახს რომლის ფანჯარაც მოძვრა და დაეცა უბრალოდ დაელაპარაკოს მაინც იმ ოჯახს“,- წერს დიდ დიღომში მცხოვრები.

„უეჭველი დასაზღვევია ესეთი გარეთ და თან კორპუსის ძირში დაყენებადი მანქანები“

„ვაიმე გული გამისკდებოდა ალბათ“

„მე მომივიდა ზუსტად ასე შარშან. ვხვდები რას გრძნობთ“.

ყველამ იცის რომ დიდ დიღომში ქარებია. უკვე მერამდენედ ხდება რომ ქარში მშენებარე კორპუსიდან ძვრება ბალქები, ჟეშტები და ასე შემდეგ და დაფრინავს… წესით სამშენებლო ობიექტების შემოწმება ევალება შრომის ინსპექციას. დიღმისთვის ცალკე უნდა იყოს რეგლამენტი.
ხუმრობა იქეთ იყოს და ჩემს მეზობელს ეგრე დიდი ბალკა მოხვდა თავში ( მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდა) და 2 კვირა იწვა ტვინის შერყევით.
მოერიდეთ ქარში მშენებარე ობიექტებს!!!
იარეთ დისტანციაზე მშენებარე ობიექტებისგან!!,-
წერენ სოციალურ ქსელში.