პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
14 ნოემბერს ქუთაისში +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექოდ ჩაივლის დღე ფოთში, სადაც დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +13, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +13 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში წვიმაა მოსალოდნელი. +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
გუდაურში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +8 ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში მზიანი დღე იქნება. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +14 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექოს ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.