დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
კვირაზე მეტია, „პრაიმ ჰაუსში“ ახალი მონაწილე შევიდა. ის ყველასთვის საყვარელი, სოციალური ქსელების ვარსკვლავი თამაზაა. გამორჩეული იმიჯით და მხიარული ვიდეოებით.
თუმცა უნდა გითხრათ, რომ შეიძლება ითქვას, ყველაზე მშვიდი მონაწილე, თამაზა პროექტში შესვლის შემდეგ შოკშია.
როგორც ის ამბობს, სიმშვიდის საშუალება არ აქვს, რადგან პროექტში მუდმივად დაპირისპირებაა.
როგორ გახდა პოპულარული თამაზა ჟურნალ „გზას“ გულახდილად ესაუბრება:
„პირველი ვიდეო მეგობრის სახლში (მუხიანში) გადავიღეთ. მეგობარს ვეჩხუბებოდი, - პოპულარობა არ მინდა-მეთქი... მეორე დღეს იმ ვიდეოს "ტიკტოკზე" 300 ათასი "ნახვა" ჰქონდა. ქუჩაში, 10 ადამიანიდან 4-5 უკვე მცნობდა. მიკვირდა, ჩემი დანახვისას უცნობი ადამიანები რატომ იღიმოდნენ...…შემდეგ მეგობარმა ჩემი რამდენიმე ვიდეო სოციალურ ქსელში კიდევ ატვირთა. ხალხი დადებით კომენტარებს მიწერდა, მაგრამ ვიღაცები ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ, ჩემს ვიდეოს იქ აქვეყნებდნენ და მლანძღავდნენ. ასეთმა ფაქტებმა უკან დამხია. ვიფიქრე, თუ ვიღაცამ მაგინა, პოპულარობა რად მინდა-მეთქი?! მეგობარს ვთხოვე, ჩემი ვიდეოები აღარ "დადო", თან, შემოსავალიც არ მოაქვს, ხალხი იკრიჭება, მე რა ხეირი მაქვს-მეთქი?! 3-4 თვის განმავლობაში ვიდეოები აღარ გადაგვიღია...
როგორც კი გავაქტიურდი, უცებ ჩემი გვერდი 10 ათასმა ადამიანმა გამოიწერა. მაკამ შემომთავაზა - არ გინდა, "ფეისბუკის" გვერდიც "მოხოდოო"? მართლაც გავაკეთე ჩემი გვერდი - "თამაზას სამყარო". აი, ეს ყოფილა ცხოვრება: 1 თვეში 30 ათასი გამომწერი მყავს... თავდაპირველად, ცუდ კომენტარებს როცა მიწერდნენ, ძალიან ვნერვიულობდი და მათ ავტორებს "ვბლოკავდი". დაახლოებით 800 კაცი "დავბლოკე". შემდეგ, უამრავი შეტყობინება რომ მომდიოდა, წაკითხვას თავს ვეღარ ვართმევდი. თან, ვინც ცუდ კომენტარს მიწერდა, მერე კი პირადად გამიცნობდა, ბოდიშს მიხდიდა ხოლმე - შენ შესახებ სხვაგვარი წარმოდგენა მქონდაო. ჰოდა, ბოლოს რვაასივეს "ბლოკი" მოვხსენი: თუ უნდათ, ცუდი კომენტარები დაწერონ. პირადად მე ნეგატიურად აღარავის ვუპასუხებ. არც მქონია შემთხვევა, რომ რეალურად ვინმე მოსულიყო და შეურაცხყოფა მოეყენებინა. შეიძლება, ვიღაცამ მითხრას, - შვილო, რას დაეთრევი, რას ჰგავხარ, პატრონი არ გყავსო?!.
- რატომ, რა არ მოსწონთ?
- ჩემი გრძელი თმა. ამას წინათ ავტობუსში ერთმა ქალმა მითხრა, - სოციალურ ქსელში რაც შენ გამოჩნდი, ბავშვებისთვის თმა ვერ შეგვიჭრია, პატარები გვეუბნებიან, - თამაზას გრძელი თმა რომ აქვს, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდესო (იცინის)?!. ზოგი მწერს, - შვილო, თმა შეიჭერი, ადამიანს დაემსგავსეო.
- ოდესმე მოკლე ვარცხნილობა გქონია?
- კი, მაგრამ ბავშვობიდან სულ მინდოდა, რომ გრძელი თმა მქონოდა. მე ხომ წარმოშობით სოფლიდან ვარ, არა? ვერ ვიტყვი, მშობლები რამეს გვიკრძალავდნენ-მეთქი, პირიქით - მე და ჩემს ძმას თავისუფლად, დიდი სიყვარულით გვზრდიდნენ. უბრალოდ, მამას არ მოსწონდა, რომ ბიჭს გრძელი თმა ჰქონდა. მშობლებს დიდ პატივს ვცემდი. მამისთვის რატომ უნდა მეწყენინებინა?.. როცა გავიზარდე, კი ვუთხარი, - მა, მინდა, გრძელი თმა მქონდეს-მეთქი. ცხადია, წინააღმდეგობა არ გაუწევია... თბილისში რომ ჩამოვედი, "გასვეცკება" მომინდა (იცინის). თან, მიყვარს, როცა ვიღაცისგან განვსხვავდები: მაგალითად, საყიდლებზე რომ მივდივარ, შეიძლება, რომელიმე სამოსი მაგრად მომეწონოს, მაგრამ ვიფიქრო - ამას ბევრი იყიდის, მოდი, სხვა რამეს ავიღებ, რასაც ჩემ გარდა, არავინ შეიძენს-მეთქი, და შინ მოვათრევ სტაფილოსფერ ქურთუკს, შარვალს...