წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1779994388
სამტრედიაში დაკარგული მწყემსი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში იპოვეს.
მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს.
ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად ჩაერთნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.