წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1779994388
29 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს.
„საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს II, IV, V მიკრორაიონების, შალვა ნუცუბიძის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით კლდიაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ნინოშვილის, გია ყანჩელის, ჩუბინაშვილის, ფიროსმანის, ფოცხვერაშვილის, გოგი დოლიძის, ჩიტაიას და გია მოსეშვილის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.