„სადაა ამ ცხოვრების სამართალი და კანონზომიერება... ეს დღეები ვიკავებდი თავს არ გავგიჟებულიყავი...“ - რას წერს გოგა ბერიძე ლუკაზე

სტიქიას შეწირული ლუკა

სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.  გარდაცვლილებს შორის პატარა ლუკაცაა.

პატარა ლუკა დუდაშვილი, ჟურნალისტის, გოგა ბერიძის შვილი კლასელი იყო. შემზარავ ტრაგედიას გოგა სულისშემძვრელი პოსტით ეხმიანება და პატარა ლუკას შესახებ წერს:

„სადაა ამ ცხოვრების სამართალი და კანონზომიერება... ეს დღეები ვიკავებდი თავს არ გავგიჟებულიყავი... იმედით ვყოფილიყავი რომ გამოჩნდებოდა... დღეს ეს უაზრო იმედიც, გულიც და სულიც ჩაიფერფლა.... ლუკა დუდაშვილი ჩემი შვილის კლასელი იყო... რა თქმა უნდა ვიცნობდი დედამისს და მის დედმამიშვილებსაც... ერთი წელი გაგრძელდა ჩემი შვილის და ლუკას მეგობრობა... მშობლები ლუკას პირველ მერცხალს ვეძახდით: სკოლაშიც პირველი მოყავდა დედას და ბოლო გაკვეთილის შემდეგ, ფანჯრიდან გადმოიხედავდა ბრიალა თვალებით... ჩვენც ვხვდებოდით, რომ გაკვეთილები დასრულდა... დასრულდა ცქრიალა და თვალებციმციმა ბიჭის უმანკო ცხოვრებაც... ანგელოზად იქცა... მრცხვენია კიდეც ჩემს ემოციებზე რომ ვწერ... სესილის მისი მეგობარი ტყეში დაკარგული ჰგონია და უკვე მეათასედ მეკითხება ხომ არ უპოვნიათო... ან როგორ ვუთხრა, ან რა სიტყვებით ავუხსნა... მრცხვენია და გამწარებული ვარ ამ ცხოვრების უკანონობის... როგორ და რა სიტყვებით ვანუგეშო დაქცეული, განადგურებული და გამქრალი ოჯახის მამა...

...ზაზა მესხი და მისი ოჯახიც ჩემი ტკივილია, რომელსაც წლებია ვიცნობდი და ვიცოდი მისი დიდი ადამიანობის შესახებ... განა მარტო დუდაშვილების და მესხების ამბავის ტკივილი მაგიჟებს?- ყველა გარდაცვლილს დავტირი...,- წერს გოგა ბერიძე.

ასევე ნახეთ

„წავიდა ყარალა...“ - სტიქიას შეწირული ბიჭის ამბავი, საქობოს სკოლიდან სორბონის უნივერსიტეტამდე

წყვილმა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქორწილი გააუქმა - რას ამბობს სოფლად გადასახლებული ცნობილი ბლოგერი

PHOTO: „დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა ჩემი და სოფოს სტენსილს…“ - რას იხსენებს ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე

VIDEO: „გმირი ხარ, აბა ვინ ხარ?!“ - შოვიდან მაშველების სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება

ცოლი ხეზე აიყვანა და სხვების დასახმარებლად წასულა... წაუღია ის ხე მეწყერს, სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას...- რას წერენ გმირულად დაღუპულ ბიჭზე