მესმოდა ბიძაჩემის განწირული ხმა, როგორ ეხუტებოდა ნაპოვნ ლუკაჩოს, რომელიც სულ ეკლებში იყო... ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას - რას წერს ოჯახის ახლობელი

ბავშვი

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილებს შორის პატარა ლუკაცაა.

„გთხოვთ პატივი ეცით გარდაცვლილებს და მის ახლობლებს. ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას სოციალურმედიაში (განსაკუთრებით FB - ზე). ჯერჯერობით მხოლოდ ლუკა არის ნაპოვნი.

ნუ მწერთ ჟურნალისტები : „დარწმუნებული ხართ?!'„ზუსტად იცით?!'

...იფიქრეთ და ადამიანის მდგომარეობაში შედით, გთხოვთ! ჩემით მესმოდა ბიძაჩემის განწირული ხმა და როგორ ეხუტებოდა ნაპოვნ ლუკაჩოს რომელიც სულ ეკლებში იყო, თქვენი აზრით არ ვიცი ზუსტად? გთხოვთ დაფიქრდეთ სანამ რამეს დაწერთ ან მოგვწერთ მადლობა ყველას თანადგომისთვის...

ვეცდები ახალი ინფორმაცია გაგაგებინოთ, რადგან სათითაოდ ყველას ვერ გწერთ“,- წერს ოჯახის ნათესავი.