1728499899
ცოლი ხეზე აიყვანა და სხვების დასახმარებლად წასულა... წაუღია ის ხე მეწყერს, სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას...- რას წერენ გმირულად დაღუპულ ბიჭზე
„შოვის მომხდარ სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორისაა გიორგი გოგინაშვილი.
„ამ გმირ ბიჭზე უნდა დავწერო გიორგი გოგინაშვილზე შოვის სტიქიის დროს თავად სამშვიდობოს გავიდა, მაგრამ ადამიანები ვერ დატოვა მარტო... ცოლი ხეზე აიყვანა და უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად. ის სხვები გადაარჩინა დედა-შვილი და ერთი ქალბატონი, შემდეგ კი ცოლთან დაბრუნებულა ისევ. სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას. წაუღია ის ხე მეწყერს, ყოველთვის ასეთ გმირებზე იდგა, ახლაც ასეთ გმირებზე დგას და მომავალშიც ასეთ გმირებზე იდგება საქართველო.მარადიული ხსოვნა ამ გმირ ბიჭს.ძალიან ძნელია საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომელიც სიკვდილის შიშს დაგავიწყებს, ეს ერთეულებს შეუძლიათ მხოლოდ. მათი სახელი უსასრულოდ უნდა ტრიალებდეს წიგნებში და ტელევიზიებში. ბავშვები მათი საგმიროო საქმეების ისტორიებით უნდა გავზარდოთ! დიდება და მარადიული ხსოვნა შენს სახელს გიორგი“,- წერს მოქალაქე.
ასევე წაიკითხეთ
VIDEO: „გმირი ხარ, აბა ვინ ხარ?!“ - შოვიდან მაშველების სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება
„არ ჩარიცხოთ ამ ანგარიშზე...!“ - რაჭის ჯგუფში საგანგებო განცხადება ვრცელდება
„ბევრად ეფექტურია ამით სიარული და გაითვალისწინონ...“ - ინფორმაცია სტიქიის ზონაში მყოფებისთვის