სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება - მეუფე ნიკოლოზი
1774123553
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური პატრიარქის, ილია მეორის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
,,სამართლიანად აღნიშნა გიორგიმ - პატრიარქი თუკი რამეს არ გაურბოდა, ეს კრიტიკა იყო. ცოტნეს მაგალითზე ვიტყვი - მთელი თავისი ცხოვრების შეგნებული ნაწილი პატრიაქს აკრიტიკებდა, ხმამაღლა, საჯაროდ და სამართლიანადაც; არაა ადვილი შვილისგან იმის მიტევება, რომელ მხარესაც ეკლესია იდგა ავბედით 90-ანებში. მიუხედავად ამისა, თავად ცოტნეს მონათხრობიდან (და დოკუმენტურადაც) ვიცი, რამდენჯერ გაუწია დახმარება ცოტნეს მაშინაც, როცა პატიმარი იყო, და, მაშინაც, როდესაც დევნილობიდან ახალდაბრუნებული, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, თითქმის გაუცხოებულ სამშობლოში მყარად დამკვიდრებას ცდილობდა. არც უძლურების ამ 6 წლის განმავლობაში მიუტოვებია - მუდმივად უგზავნიდა ხატებს, სანთლებს, ლოცვანს. ხშირას უგზავნიდა მამაოებსაც დალოცვისთვის და ზიარებისთვის. ერთხელ ერთი დიდი ყუთი გამოგვიგზავნა, რომელიც სავსე იყო თავისივე ნაკურთხი ხატებით, სანთლებით და ლოცვანით, და შემოგვითვალა, რომ ყველა იმ ადამიანს დაურიგეთ ჩემი სახელით, ვინც ამ გაჭირვების ჟამს ცოტნეს დაეხმარებაო…და ბოლოს, ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღეს, უმწეო ცოტნეს უძვირესი რეაბილიტაციის ნაწილს სწორედ უწმინდესის მიერ წლების წინ ცოტნესთვის გაწეული მატერიალური დახმარებისგან მოტანილი თანხები იხდის…"- წერს ანა ჯაბაური.