ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა
1774362534
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ახალციხეში, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში უფასო გამოკვლევები ჩატარდა.
მსურველებს სამედიცინო მომსახურება „თბილისის ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ ექიმთა ჯგუფმა მამომობილის საშუალებით გაუწია. ძუძუს კიბოს სკრინინგთან ერთად, პაციენტებს ჩაუტარდათ მამოლოგის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური კვლევა. აქციაში მონაწილე ყველა პირს ასევე ჩაუტარდა სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა, არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი 40 – 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებს ყოველ ორ წელიწადში უტარდებათ. აქციის მიზანი ადრეულ ეტაპზე სიმსივნით დაავადებული პაციენტების გამოვლენაა, რაც საშუალებას იძლევა დროული სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისა და დაავადებათა პროგნოზის გაუმჯობესებისათვის.