რა დაემართა „რადიოაქტიურ ადამიანს“, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სიკვდილი განიცადა

კაცი

1999 წლის 30 სექტემბერს მამაკაცი (ოუჩი) სამუშაოდ ჩავიდა ტოკაიმურას ატომურ ელექტროსადგურში, თავის ორ კოლეგასთან ერთად. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ელექტროსადგურში ავარია მოხდებოდა. 

მათ დაავალეს ურანილის ნიტრატის შერევა უზარმაზარი მეტალის ავზში. რადიაციის უმაღლესი დოზის შთანთქმის შემდეგ, მამაკაცი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მას შემდეგ, რაც ის საავადმყოფოში მივიდა, ოუჩი მდგომარეობის სიმძიმის გამო სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის ჯანმრთელი ჩანდა, ტესტის შედეგებმა მოგვიანებით აჩვენა, რომ რადიაციის ზემოქმედებამ მთლიანად გაანადგურა ოუჩის დნმ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მის უჯრედებს აღარ შეეძლოთ ფუნქციონირება.

მას ჩაუტარდა კანის მრავალჯერადი გადანერგვა, სისხლის გადასხმა და ღეროვანი უჯრედების გადანერგვაც კი - მაგრამ ვერც ერთმა შეძლო მისთვის საჭირო შედეგების დადება.

ოუჩიმ ექიმებს სთხოვა, შეეწყვიტათ მკურნალობა, რადგან იგი „მეტს ვეღარ გაუძლებდა“. თუმცა, ექიმები მისი ოჯახის დაჟინებული თხოვნით განაგრძობდნენ კაცის მკურნალობას. 

საავადმყოფოში ყოფნის 59-ე დღეს ოუჩის სამი გულის შეტევა დაემართა, მაგრამ გამოცოცხლდა.

სამწუხაროდ, იგი მალევე, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.