UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
კლინიკაში დაშავებულების შესახებ ვრცელ კომენტარს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ. ამ დროისთვის ბავშვები შოკის დარბაზში არიან. მათი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ბავშვები შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ექიმების მისვლამდე ბავშვის გადარჩენას მისი თანაკლასელები ცდილობდნენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.