დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გიორგი გასვიანი “ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასსაჯაროდ ეხმაურება და მძიმე ფაქტის შესახებ წერს:
„ჩემზე და ჩემს მეუღლეზე აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და თქვენი გვერდი გადაუმოწმებლად ავრცელებს ამ ინფორმაციას! დამაკავშირეთ გვერდის ადმინთან...
საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე, 6 თვის ჩვილზე, რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! არსებობს ვიდეომტკიცებულებები და უტყუარი ფაქტები. მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის მუხლით (126) და სასამართლო პროცესები! ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ! არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო მოვთხოვთ პასუხს ყველა გვერდს! განცხადებასაც გავაკეთებთ!“ - აღნიშნავს გასვიანი.
მოგვიანებით უმძიმესი ფაქტის ამსახველი კადრები ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თავდასხმა მართლაც მოხდა, გიორგი გასვიანის ცოლს კი ამ დროს ხელში ჩვილი უჭირავს.
„ფაქტები უფრო მეტიცაა.მე დავდებ რაც მე მაქვს.ვინ ყოფილა მოძალადე აქ ჩანს კარგად.ქალს ჩვილი უჭირავს ხელში და მეორე ქალი სკამს ესვრის.და ის ქალია დაზარალებული ამ გვერდს რომ კითხო?“,-წერს რაზმაძე.