მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის ოქროს საბადოების ქვეშ მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს
1767980297
ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ბავშვებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ბავშვები შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ექიმების მისვლამდე ბავშვის გადარჩენას მისი თანაკლასელები ცდილობდნენ.
თბილისის მერმა მომხდარის შესახებ თქვა, რომ პასუხი შესაბამის კომპანიებს მოეთხოვება.
„ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა"- თქვა კალაძემ.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მინდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.