დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჯგუფში „ვეძებ“ მორიგი ისტორია გავრცელდა. ტყუპი დები, რომელთაც ერთმანეთი შემთხვევით ტიკტოკზე იპოვეს, ახლა მშობლებს ეძებენ.
„მე და ჩემი ტყუპი და ვეძებთ ბიოლოგიურ მშობლებს. როგორც ვიცით, 2002 წლის 24 ივნისს კირცხში ვართ დაბადებულები. მაგრამ სანდო რამდენადაა. არ ვიცით, რადგან ჩემი დაბადების თარიღი არ ემთხვევა ჩემი დისას.
ცალ-ცალკე ვართ გაშვილებულები და რა თქმა უნდა, ორი რადიკალურად განსხვავებული ისტორიაა შეთხზული. გვარებიც სხვადასხვა ვიცით: ჭითანავა და გახარია. შესაძლებელია გვყავდეს უფროსი და-ძმები. სამშობიაროში არანაირი საბუთი არ არის, სადაც ფიგურირებს ბიოლოგიური დედა. ისეა, თითქოს ჩვენმა გამზრდელმა დედებმა გაგვაჩინეს. ვინმეს ეს ისტორია თუ გეცნობათ, ან დრო ემთხვევა, შეგვეხმიანეთ.“ - წერს თამარ ხვიტია.