ქუთაისში, დააკავეს ბებია, რომელმაც 2 წლამდე ბავშვს TikTok ლაივში სცემა
1756720265
დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი TikTok ლაივში სცემა.
სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.
თავად, ბიჭი, რომელმაც პოლიციაში დარეკა ჰყვება, რომ კადრები, რომელიც ნახა - მძიმეა.
„გუშინ ღამის სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ გავრცელდა ლაივ ჩანაწერის ამონარიდი, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ბავშვს ბებია ფიზიკურად. საკმაოდ მძიმე კადრებია. როდესაც დედა ეკითხება ქალს, რატომ აქვს ბავშვს ხელი დაწითლებული, ბებიამ პირდაპირ თქვა, რომ მე მას დავარტყი, რაც არის პირდაპირი მტკიცებულება ძალადობის. მე დაუყოვნებლივ ვაცნობე პოლიციას ფაქტის წინაშე და იყო რეაგირებაც. დაახლოებით დილის 5 საათზე დააკავეს ბებია. ამ წუთას არის წინასწარ პატიმრობაში. ჩემი ინფორმაციით, ოჯახში სოციალური მუშაკები ორჯერ იყვნენ შემოწმებაზე და სამწუხაროდ, ბავშვი არ განარიდეს ამ ოჯახს და არის მძიმე მდგომარეობაში ყოველდღიურად. პოლიციელებმა მე გამომკითხეს, დანარჩენს უკვე სასამართლო გადაწყვეტს“,- ამბობს მოქალაქე.