„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ტელეგრამ არხ „Сможем объяснить“-ზე დაყრდნობით წერს.
ჟურნალისტების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს ოპერაციას ნ. ბლოხინის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში გაუკეთებენ.
ამისთვის კლინიკის ერთ-ერთი კორპუსი დახურეს და იქ გარეშე პაციენტებს აღარ უშვებენ. ამ დროისათვის N1 პაციენტს კლინიკაში წინასაოპერაციო გამოკვლევებზე ელოდებიან.
გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს პანკრიასის სიმსივნე აქვს.
29 მაისს Daily Mirror-მა და კიდევ სხვა რამდენიმე ევროპულმა მედიასაშუალებამ FSB-ის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინს ჰქონდა „სწრაფად პროგრესირებადი კიბოს მძიმე ფორმა“ და რომ იგი გააფრთხილეს გარდაუვალი სიკვდილის შესახებ.