ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
როცა "პრაიმტაიმმა" ახალგაზრდა კაცის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც სახლში ნიანგი და 15 გველი ჰყავს, სოციალურ ქსელში "აფეთქება" მოხდა.
მაშინ, ჩათვალეს რომ უცნაური ჰობის მქონე შოთა ზანდუკელი უბრალოდ ცივსისხლიან და ჭრელკანიან გველებს უბრალოდ აგროვებდა. ის პროფესიით ჰერპეტოლოგია.
ახლა, "პრაიმტაიმის" ამ სტატიაში, სულ სხვანაირ შოთა ზანდუკელს გაგაცნობთ, რომელმაც თბილისის მერიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი თქვენი უსაფრთხოებისთვის დანერგა. ლექციებსაც კითხულობს, ახალგაზრდა მეცნიერიცაა და თუ ოდესმე ქვეწარმავლებისგან დასაცავად დახმარება დაგჭირვებიათ, შესაძლოა, მისი გადარჩენილიც კი იყოთ...
"ჰერპეტოლოგი ვარ, რადგან ქვეწარმავლებით ბავშვობაში დავინტერესდი და გადავწყვიტე, ჩემს პროფესიად მექცია. ვეწევი სამეცნიერო სამუშაოებს, ასევე ვმუშაობ ურბანულ სივრცეში ქვეწარმავლების პრობლემის აღმოფხვრის თაობაზე.
როცა თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ქვეწარმავლებზე რეაგირების ჯგუფი შეიქმნა, სამუშაოს დაგეგმვაში მე და ჩემმა მეგობრებმა მონაწილეობა მივიღეთ, ჩვენი ჩამოყალიბებულია ეს მომსახურება. ამის შემდეგ, როცა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შეიქმნა, იქაც ვიმუშავეთ ამ კუთხით, 8 წელი ამ სფეროში ვიმუშავე. ამჟამად, კერძო ორგანიზაციებთან ვმუშაობ, რომელ ლოკაციებთანაც ქვეწარმავლების გავრცელება შეინიშნება და პროფესიონალების ჩარევა აუცილებელია.
რაც შეეხება სამეცნიერო საქმიანობას, ვსწავლობთ რა ტიპის ქვეწარმავლები არიან საქართველოში, პოპულაციების ზრდა ხდება თუ არა, სად რომელი სახეობა ბინადრობს. საქართველოში სულ 24 სახეობაა გავრცელებული, აქედან 9 სახეობა შხამიანია.
ჩემს ხელში დაახლოებით, 3 000 შემთხვევაზე რეაგირებამ გაიარა, აქედან 2 500-ს დავეხმარეთ ოჯახებს - მოხდა ქვეწარმავლების დაჭერა და გაყვანა.
- სად მიგყავთ დაჭერილი ქვეწარმავლები?
- დაუსახლებელ არეალებში, სადაც ქვეწარმავლები ისედაც ბინადრობენ.
- "პრაიმტაიმის" მკითხველებს შორის გაჩნდა კითხვა: რატომ გყავთ სახლში ქვეწარმავლები?
- ქვეწარმავლები, რომლებიც სახლში მყავს, გამოიყენება ლექციების და ტრენინგების დროს, რაც აუცილებელია. ესენი საქართველოში გავრცელებული სახეობებია.