წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774983408
ქუთაისის გასასვლელთან, სამტრედიის გზაზე, ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
რეგიონალური მედიის, „ინფო იმერეთს“ ცნობით, მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.