1775021977
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.
მისი თქმით, რუსეთმა ახალი ახალი ულტიმატუმი უკრაინას ამერიკელების პირით შეუთვალა. ზელენსკის განცხადებით, ის გაკვირვებულია, თუ ვინმე ასეთი ულტიმატუმს ომის ამდენი წლის შემდეგ სერიოზულად აღიქვამს.
„თუ უკრაინა ორი თვის განმავლობაში არ გამოვა, რუსეთი დონბასს დაიპყრობს და შემდეგ სხვა პირობები იქნება“, - ციტირებს ზელენსკის უკრაინული მედია.
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
1775024604










