9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ლაშა იაშვილის განცხადებით, ქალის მდგომარეობა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა, უმძიმესია.
როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტს სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნება.
„პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით. 40-45% არის დამწვრობა, ამას ემატება თერმოინჰალაციური, ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ბასრი საგნით ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, თუმცა გულმკერდის ღრუში შემავალი არაა“, - აღნიშნა იაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში, მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შედეგადაც ქალმა დამწვრობა მიიღო.
პოლიციამ აღნიშნული პიროვნება დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.