9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სიმსივნე პანკრეასში ვითარდება, რომელიც საკვები ნივთიერებების დაშლასა და შეთვისებაში მონაწილე ფერმენტებსა თუ ჰორმონებს წარმოქმნის. ამგვარი კიბო იშვიათია, მაგრამ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
ახლა მეცნიერებმა აღნიშნული დაავადება ჩვენს პირში მცხოვრებ მიკრობებთან დააკავშირეს. ეს მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, სათანადო ორალური ჰიგიენის დაცვით არამხოლოდ კბილები და ღრძილები, არამედ საკუთარი სიცოცხლეც გადავარჩინოთ.
სპეციალისტებმა 50-70 წლის ასაკის 300 000 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და ორალური ნიმუშები შეისწავლეს, რომლებიც ორი კვლევის ფარგლებში შეგროვდა. შესწავლილი ადამიანებიდან პანკრეასის სიმსივნე დაახლოებით 445-ს განუვითარდა, რომლებიც იმავე რაოდენობის ჯანმრთელ კონტროლ ჯგუფს შეადარეს. საერთო ჯამში 27 მიკროორგანიზმი გამოვლინდა, რომლებიც პანკრეასის სიმსივნის გასამმაგებულ რისკთან ასოცირდება.
ეს და სხვა კვლევები მიუთითებს, რომ პირში არსებული მიკრობები პანკრეასში საჭმლის გადამამუშავებელი სისტემიდან ნერწყვთან ერთად ხვდება. ავტორებმა რისკთან დაკავშირებული ოთხი სახეობა დააფიქსირეს: ბაქტერიებიდან Porphyromonas gingivalis, Eubacterium nodatum და Parvimonas micra, ხოლო სოკოებიდან — Candida tropicalis.
მეცნიერები ხაზგასმით ამბობენ, რომ მათი მიგნება მიკრობებსა და პანკრეასის სიმსივნეს შორის პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ ბმას არ ნიშნავს. სამაგიეროდ, ეს ავლენს სახეობებს, რომლებიც უფრო სიღრმისეულად გამოკვლევას საჭიროებს. საინტერესოა ისიც, რომ სხვა ბაქტერიები და სოკოები კიბოს შემცირებულ რისკთან დააკავშირეს, ანუ კონკრეტული ორალური მიკროფლორა ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.
პანკრეასის სიმსივნის დროს ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი მხოლოდ 13%-ია. ამის მიზეზი გვიანი დიაგნოსტირებაა, რადგან სიმპტომები ბოლო სტადიებისას იჩენს თავს. დაავადებასთან შესაწინააღმდეგებლად და მის დროულად გამოსავლენად რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება აუცილებელია.