9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1995 წელს დაბადებული ვ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ს.ჩ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ვ.ჩ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობა.
დანაშულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ერთ-ერთ „სკვერში“ ბრალდებულებსა და 1977 წელს დაბადებულ პ.ქ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ს.ჩ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდისა და ფერდის არეში ჭრილობები მიაყენა პ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჩ. და ვ.ჩ. ბრალდებულის სახით საჩხერეში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.