პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა

ელვარ სარიევი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო.

ინფორმაციას და ახალგაზრდის ფოტოს marneulinews.ge ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ტრაგიკულად დაღუპული ემიგრანტი 23 წლის ელვარ სარიევია, რომელიც ბოლნისის სოფელ კაზრეთიდან იყო.

ახალგაზრდა პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია