„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
ნოვოსიბირსკში, ერთი წლის ბიჭი მე-18 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. დაცემიდან ნახევარი საათის განმავლობაში მიწაზე იწვა, სანამ გამვლელმა, რომელმაც ის შენიშნა, სასწრაფო გამოიძახა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash Siberia იტყობინება.
ეს ყველაფერი 12 ნოემბერს, საღამოს მოხდა. შემთხვევის სავარაუდო ვერსია ასეთია: უფროსებს ეძინათ, ბავშვი მამასთან ერთად საწოლში იწვა, მაგრამ რაღაც მომენტში გაიღვიძა და ფანჯარასთან მივიდა. ბიჭმა ფანჯრის გაღება შეძლო და გარეთ გადავარდა.
ორმა თვითმხილველმა თქვა, რომ მე-18 სართულიდან რაღაც გადმოვარდა, მაგრამ ამ ამბავს მნიშვნელობა არ მიანიჭეს. ვერც გამვლელებმა შეამჩნიეს რამე. საბედნიეროდ, ყურადღებიანი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ბავშვი იპოვა და დროულად გამოიძახა ექიმები. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ მენჯი ჰქონდა მოტეხილი, ასევე, დაუდგინდა ფილტვებისა და თირკმლის სისხლჩაქცევები. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.