მოსკოვში ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ლუდის გამო სცემა - ორივე საავადმყოფოში აღმოჩნდა

ცოლ-ქმარი

მოსკოვში ცოლ-ქმარს ლუდის გამო ჩხუბი მოუვიდა, ცოლი საავადმყოფოში აღმოჩნდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ცოლ-ქმარმა ბოთლი ვერ გაიყო. კამათი იმით დასრულდა, რომ გოგონა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალს ლუდის დალევა მოუნდა, მაგრამ ქმარმა მოულოდნელად გადაწყვიტა ლუდის წართმევა. ვიკა ბოთლს ჩაებღაუჭა, დაიწყეს ძიძგილაობა და საბოლოოდ ქალმა ქმარს ბოთლი თავში ჩაარტყა. სწორედ ამ დროს ატყდა ჩხუბი.

როცა დამშვიდდნენ, ორივემ საავადმყოფოს მიაკითხა. მამაკაცს ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მაგრამ ქალისთვის ტრავმა ბევრად უფრო სერიოზული აღმოჩნდა. განყოფილებიდან იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაუდგინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, ასევე სისხლჩაქცევები სახეზე, თავზე და ხელებზე. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.