მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა, არის მსხვერპლი - რა ხდება ადგილზე

ავარია კახეთი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, გარდაცვლილია ორი პირი.შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, ჰონდას მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა და სადაც ორ ქალს დაეჯახა.შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი გარდაიცვალა.ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.