„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
მსხვერპლით დასრულდა ავარია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ გელათთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლის მამაკაცი, ხოლო ორი პირი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც მომხდარ ფაქტს სწავლობს.