,,კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია, ყველა ტურისტული ობიექტი, ფაქტობრივად განადგურებულია" - პაპუნა მარგველიძე

მეწყერი შოვში

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ სტიქიის გამო, კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია. მისივე თქმით, დაახლოებით, 2 მილიონ კუბამეტრზე მეტი მიწის მასაა ჩამოშლილი.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს გარდაცვლილი პირების იდენტიფიცირება.

"სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ოპერატიულად შემოდის ინფორმაცია ჩვენს შტაბში, რაზედაც შესაბამისს რეაგირებას ვახდენთ. მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება.

კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია. როდესაც მოხდა სტიქია დღის 15:00 საათზე, დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა მთლიანად შოვის ტერიტორიის დაფარვა საკმაოდ დიდი მოცულობის მიწის მასით. დაახლოებით, 2 მილიონ კუბა მეტრზე მეტია მიწის მასა ჩამოსული. სამაშველო სამსახურები მაშინვე ჩაერთნენ, ფეხით გადავიდნენ სამაშველო სამუშაოებზე ჩვენი მაშველები. შემდეგ ვერტმფრენები დაგვეხმარნენ. სამაშველო სამუშაოები ახლაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შოვის ინფრასტრუქტურა არის საკმაოდ დაზიანებული. ყველა ის ტურისტული ობიექტი, რაც იყო, ფაქტობრივად განადგურებულია. ზარალის შეფასება, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში დაიწყება," - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვრცელდება "სანსეტ შოვთან" მეწყერის ჩამოწოლის კადრები

სასტუმრო ,,სანსეტ შოვი" განცხადებას ავრცელებს

,,თუ შეგიძლიათ, ქუთაისიდან ვინმემ წაგვიყვანოთ შოვში, დრონებით დახმარება შეგვიძლია, ღამითაც და დღისითაც" - სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება