რა უნდა წავიღოთ მიცვალებულის სახელზე საფლავზე და ეკლესიაში

სეფისკვერი

აღდგომის მომდევნო კვირის სამშაბათს, კვირაცხოვლობის თომას კვირის სამშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს, რომ ჩვენს მიცვალებულებს პატივი მივაგოთ.

სასულიერო პირი ამბობს, რომ აღდგომის შემდეგ ჩვენს მიცვალებულებს ვახარებთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, რადგან ქრისტეს სიკვდილით მომკვდარ იქმნა სიკვდილი. ქრისტიანული წესის მიხედვით, მორწმუნე ადამიანები ამზადებენ საკურთხს, ტრაპეზს რისი საშუალებაც აქვთ და მცირედი ტაძარში მიაქვთ, რათა მღვდელმა მიცვალებულთა სახელზე პანაშვიდი გადაიხადოს. ვისაც არ აქვს ტრაპეზის მომზადების საშუალება, შეიძლება მხოლოდ მიცვალებულთა სახელების მოხსენიებაც. ძალიან კარგია მიცვალებულების სახელზე სეფისკვერის შეწირვა.

ასე მიცვალებულთა სულს ძალიან სეეწევა მშიერთა დაპურება, გლახაკთავის მოწყალების გაღება.

მოძღვრის განმარტებით, საფლავებზე გასვლისას კვერცხის და პასკის გატანა სიმბოლურია.  „ქეიფი“ არ არის გამართლებული. საფლავზე ადამიანი რომ ღრეობდეს, ეს არის უკრძალველობა ღვთისა და მიცვალებულის წინაშე.

მნიშვნელოვანია თითოეული მორწმუნე მსახურებას ესწრებოდეს და ლოცულობდეს საკუთარი წინაპრებისთვის, რომელთა მეშვეობით გვიბოძა სიცოცხლე ყოვლადსახიერმან ღმერთმა.