შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა

შოვი

კურორტ შოვში დღეს განვითარებულ სტიქიურ პროცესებს მსხვერპლი მოჰყვა.

მაშველებმა სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს ორი ცხედარი იპოვეს.

ინფორმაცია ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაუდასტურეს.

კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცხედრებს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვრცელდება "სანსეტ შოვთან" მეწყერის ჩამოწოლის კადრები

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.

„ცოდვის ტირილია გალში... განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული ნათია“ - მკვლელობის ახალი დეტალები