,,თუ შეგიძლიათ, ქუთაისიდან ვინმემ წაგვიყვანოთ შოვში, დრონებით დახმარება შეგვიძლია, ღამითაც და დღისითაც" - სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

შოვი

,,თუ შეგიძლიათ, ქუთაისიდან ვინმემ წაგვიყვანოთ შოვში, დრონებით დახმარება შეგვიძლია, ღამითაც და დღისითაც" - ამის შესახებ გვერდი ,,მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ"  სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება და მათი სტიქიის ზონიდან გამოყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდება.

მაშველები მათთვის საკვებით და სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

ამ დროისთვის კონტაქტი არ მყარდება 50 ადამიანთან, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ მათი ნაწილი იმ 150 ადამიანს შორის იყოს, რომლებიც ახლა მაშველებთან ერთად უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება. 

ცნობისთვის, შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ:

სასტუმრო ,,სანსეტ შოვი" განცხადებას ავრცელებს

„ვისაც არ გაქვთ თავშესაფარი, ჩვენი ოჯახი მიგიღებთ, უსასყიდლოდ“ - რას წერენ რაჭის ჯგუფში

VIDEO: ვრცელდება "სანსეტ შოვთან" მეწყერის ჩამოწოლის კადრები