პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლებმა 1.5 მილიონი ევრო ამოიღეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს.
როგორც ბელგიური მედია იუწყება, აღნიშნული თანხები ევროპარლამენტის წევრების, ანტონიო პანცერისა და ევა კაილის ბინების ჩხრეკისას ამოიღეს.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.