2025 წლიდან პენსიონერებისთვის სიახლე ამოქმედდა
1736278270
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
იგი გალის სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ ჯერ რუხში გადმოიყვანა, ხოლო ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისში შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიკოსების თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა სტაბილურია და კლინიკაში მკურნალობას გააგრძელებს.
5 იანვარს სოფელ საბერიოში ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბავშვების მამა ოკუპირებული ბედიიდან არის, ხოლო დედა მოსაზღვრე სოფელ შამგონიდან.
„ბავშვების ცხედრების გადმოსვენება არ მოხდება და დაიკრძალება აქ საბერიოში. ისეთი ტრაგედიაა დამუნჯებულები ვართ, ბავშვების ბაბუაც წლების წინ ნაღმზე აფეთქდა“,- გვითხრა გალიდან ინფორმირებულმა წყარომ.
10 პროფესია, რომელიც უახლოეს წლებში გაქრება
1718293457
8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1736277816