მესტიაში მომხდარ დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1736197223
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში, სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ, რომელიც ხანძარს გადაურჩა.
"მშობლები ზუგდიდში წავიდნენ, ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია, დახმარების სათხოვნელად, მეზობლებთან გაიქცა, მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. მთელი სოფელი გლოვობს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
წინასწარი ინფორმაციით, ბებიას, ქურის ანთებისას, ნავთი და ბენზინი აერია.
„ჩვენი უსაყვარლესი ბავშვები, რატომ წაგიყვანათ ასე უდროოდ ანგელოზებმა. ნათელში იყოს ემილი, ანამარია, ნია ელე, სოფია თქვენი წმინდა, უმანკო სულები“ - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.
ბავშვები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ წყოუშის საბავშვო ბაღში დადიოდნენ.